ამერიკელმა პროფესორებმა საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით ლექციები წაიკითხეს

სურათიამერიკელმა პროფესორებმა რიჩარდ ლეტენდრემ და რობერტ ლოუდერმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით ორკვირიანი სალექციო კურსი წაიკითხეს. პროფესორმა რიჩარდ ლეტენდრემ მომავალ ინჟინრებს მშენებლობის დაპროექტების საფუძვლები და ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესმენს (მეპატრონეს), დამპროექტებლებს, მშენებელთა გუნდსა და ეკონომიკის სამინისტროს. უცხოელმა ექსპერტმა ასევე განიხილა საერთაშორისო სამშენებლო კოდები, შენობა–ნაგებობათა კლასიფიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. პროფესორმა რობერტ ლოუდერმა სტუდენტებს ამერიკის თანამედროვე სამრეწველო ენერგეტიკაში გამოყენებული წყლისა და აირის - გათბობისა და კონდიცირების სისტემები წარუდგინა. ისაუბრა წყლის გაწმენდის მეთოდებზე, ძველი და თანამედროვე სატუმბ სისტემებზე, მის მრუდებსა და შერჩევის პრინციპებზე.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა