თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „კიევ-მოჰილას“ აკადემიის ნაციონალურ უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. მხარეთა შეთანხმებით ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლა და ბიბლიოთეკის ონლაინ-რეჟიმში გამოყენება.
უკან |