აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე განათლების ფონდის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად რსუ-ს სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, სამინისტროს მიერ განხორციელებული სტუდენტთა დახმარების მიზნობრივი პროგრამები, კომპიუტერული ტექნოლოგიების, უცხო ენების, TOEFL-ის შემსწავლელი კურსები, სტუდენტური დასაქმებისა და უნივერსიტეტთან ერთად განხორციელებული, მიმდინარე და ახალი პროექტები წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უწყების პირველმა პირმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |