სტუდენტური თვიმმართველობის ხელშეწყობითა და გივი ნახუცრიშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტები დოკუმენტურ ფილმს „სელიმ ხიმშიაშვილს“ იღებენ. ფილმზე მუშაობისას 8 სტუდენტისაგან დაკომპელქტებული გადამღები ჯგუფი დამატებითი მასალის მოსაპოვებლად სხალთის ხეობაში მესამედ გაემგზავრა. ახალგაზრდებს ექსპედიციის მიმდინარეობისას მასპინძლობას სელიმ ხიმშიაშილის თანამებრძოლის შთამომავალი და ხეობის მკვიდრი ამირან გაბაიძე უწევდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფოტო-ვიდეო სტუდიისა და სტუდენტური თვიმმართველობის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმების: „სხალთის მონასტრისა“ და ხიხანის ციხის“ ჩვენება მოაწყვეს.
უკან |