ახალშენის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე სამონასტრო კომპლექსის გაწმენდით სამუშაოებში რამდენიმე დღეა აქტიურად მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდნტური თვიმმართველობის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია შაბათს, 3 ნოემბერს განახლდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები 12 ეკლესია-მონასტრის მშენებლობასა და გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული.
უკან |