USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების ინიციატივით რეგიონში ექიმთა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებში რსუ-ს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტს საჩუქრად შვიდი საფანტომე მულაჟი გადაეცა. პროგრამის ეგიდით ჯანდაცვის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე ,,მტკიცებითი მედიცინა და სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“.
უკან |