შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებმა რუსლან ბარამიძემ, ბადრი გეჩბაიამ და მარინა ნაგერვაძემ. სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ–სოციალური მიმართულების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსლან ბარამიძე ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო პროექტს „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და მუსლიმური თემი საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სოციალურ მეცნიერებეთა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ბადრი გეჩბაია - „კავკასიის რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტები და ტენდენციები გლობალიზაციის ხანაში (კონკურენტუნარიანობა, პრობლემები, გამოწვევები, პერსპექტივები)“. განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მარინა ნაგერვაძე სამეცნიერო გრანტის ფარგლებში იმუშავებს თემაზე: „რეზუს სისტემის ანტიგენების - C, c, D, E, e გავრცელების თავისებურებანი და მათი სკრინინგის აუცილებლობა დონორთა სისხლში და ანტი - D ანტისხეულით გამოწვეული ალოიმუნიზაცია ორსულებში“.
უკან |