სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 2007 წლის 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენები დაგმეს

სურათიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სტუდენტური მოძრაობის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტის დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები წარმოადგინეს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა აკადემიურ პერსონალთან ერთად სპეცრაზმელების მიერ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დარბევის ფაქტები დაგმეს, დამნაშავეთა გამოვლენა და პოლიტპატიმრების, ბსუ–ს სტუდენტების: ცოტნე ანანიძისა და დიმიტრი ჭეიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა