„საბავშვო უნივერსიტეტის“ ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს შორის გუნდური შეჯიბრი ჩატარდა. საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ორი საათის განმავლობაში მათემატიკური დავალებების ამოხსნაში ეჯიბრებოდნენ. პირველობა მიზნად ისახავდა მომავალი მათემატიკოსებისათვის ოლიმპიადის ტიპის ამოცანების სწავლებას, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, უნივერსიტეტის პოპულარიზაციასა და აბიტურიენტების მოზიდვას. შეჯიბრი ყოველ შაბათს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
უკან |