საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგნტო (USAID) ახორციელებენ პროექტს ,,ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“. პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გენდერულ და ქალის პოლიტიკურად გაძლიერების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ირინა ჟვანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,გენდერული თანასწორობა და ქალის პოლიტიკურად გაძლიერება“.
უკან |