ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულების ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყოფილების უფროსს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ემერიტუს-პროფესორს, ცნობილ ენათმეცნიერს, ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 45 წელი შეუსრულდა. ცნობილ ქართველ მეცნიერს იუბილე მიულოცეს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ ლორთქიფანიძემ, კოლეგებმა, უცხოეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
საიუბილეო საღამოსა და სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა. ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე ამ ხნის მანძილზე იკვლევდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეების - აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ონომასტიკას, აქაურთა ქართულ მეტყველებასა და დიალექტებს, უცხოეთში (კერძოდ, თურქეთში) არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილ იქნა და აღიწერა სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 83000 ერთეულით და 10000 -ზე მეტი ერთეულის მქონე ამავე სავანის არქივი. მისი ავტორობით შეიქმნა ორი მონოგრაფია: „ჩვენებურების ქართული“ და „სტამბოლის ქართული სავანე“. თურქულ ენაზე გამოვიდა მნიშვნელოვანი გამოკვლევა “Istanbul gürcü ocagı”. გამოსაცემად გამზადებული აქვს წიგნები: „ჩვენებურების ქართული“ (მეორე ტომი), ნაშრომების კრებული „ლიტერატურულ-ენათმეცნიერული ეტიუდები“, მესხეთ- ჯავახეთსა და აჭარაში შეკრებილი ისტორიულ-ენათმეცნიერული ჩანაწერები- „ხალხური მარგალიტები“, „საბერძნეთისა და ოსმალეთის სამეფო კარის ქართველი დედოფლები“, „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო“, „ტაო-კლარჯული კილოები“ და სხვა.
ცნობილმა პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ პირველმა შეისწავლა ტაო-კლარჯული დიალექტებისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების თავისებურებანი და ცალკე დიალექტურ ერთეულებად გამოჰყო ოთხი ახალი ქართული კილო - იმერხეული, ტაოური, ნიგალური და მაჭახლური.
აღსანიშნავია შუშანა ფუტკარაძის ღვაწლი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის კვლევაში. მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად წარმოჩნდა ამ მხარის ბევრი ისტორიული პირის ვინაობა. მათ შორის აღსანიშნავია: გიორგი ჯვარელი (შავშეთელი მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ამშენებელი), იოანე შავთელი (შავშეთელი დიდი პოეტი, შოთა რუსთველის თანამედროვე, სოფელ შავთის მკვიდრი), მართა იერუსალიმელი, წამებული წმ. თევდორე აჭარელი (პირველი, საკუთარი სახელით ცნობილი წამებული აჭარიდან), ახმედ და აბას ათაბაგები - თავისუფლებისათვის წამებულნი (ფოცხოვიდან), დუდი-ხანუმ ბეჟანიძე (შერიფ ხიმშიაშვილის დედა), ენვერ, ფიქრიე და მელაათ ხიმშიაშვილები, ისკენდერ-ეფენდი ცივაძე და სხვა მრავალი.
შუშანა ფუტკარაძე არის ხულოსა და შუახევის რაიონების საპატიო მოქალაქე, წმ. ტბელ აბუსერისძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია გევონდ ალიშანის საპატიო მედლით და სხვადასხვა უწყებების მიერ გაცემული საპატიო სიგელებით.

უკან |