ლექცია თემაზე: „სიმბოლო კულტურულ ანთროპოლოგიაში“

სურათიმშვიდობის კორპუსის მოხალისემ, ბერკლის (კალიფორნია) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, კონორ ჰარტნეტმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორანტ თამთა ხალვაშთან ერთად სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „სიმბოლო კულტურულ ანთროპოლოგიაში“. კონორ ჰარტნეტმა კულტურის ანთროპოლოგიური გაგება, სიმბოლოების ენა და მათი როლი კულტურაში პუებლოს (ინდიელთა კულტურა, აშშ) და ძველი ქართული კულტურის სიმბოლოებისა და კულტურული არტეფაქტების შედარების საფუძველზე განიხილა. ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისათვის გაეცნო სიმბოლოები კულტურაში, კულტურათა შორის განსხვავებანი და უნივერსალური ღირებულებები ანთროპოლოგიური პერსპექტივის თვალთახედვით. ახალგაზრდები ამერიკულ/დასავლურ ანთროპოლოგიაში გავრცელებულ კულტურის გააზრებისა და ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომებს გაეცნენ. კონორ ჰარტნეტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხა ეკონომიკური, აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ლექცია „ საერთაშორისო განვითარება ( თეორია და პრაქტიკა)“

აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების სტუდენტებმა მოისმინეს მშვიდობის კორპუსის მოხალისის, კონორ ჰარტნეტის ლექცია: „შესავალი საერთაშორისო განვითარებაში (თეორია და პრაქტიკა)“. დახმარებას უწევდა ბსუ მე-4 კურსის სტუდენტი, ამერიკის გაცვლითი პროგრამის მონაწილე დავით ჯინჯიხაძე. მომხსენებელმა განიხილა ძირითადი აკადემიური თეორიები საერთაშორისო განვითარების სფეროში და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების როლი გლობალური განვითარების პროცესში. ლექციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის საერთაშორისო განვითარების შესახებ თანამედროვე თვალსაზრისის გაცნობა და ჩვენება იმისა, თუ რა გავლენას ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები გეოპოლიტიკაზე, როგორია მათი ზემოქმედება მსოფლიო ეკონომიკაზე ზოგადად და კონკრეტულად განვითარებად ეკონომიკაზე. შეხვედრამ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ განსხვავებულ საგნებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირებული პერსპექტივის თვალსაწიერიდან დაანახა ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროთა ურთიერთქმედება.

ლექცია: „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები“

კონორ ჰარტნეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა პაატა ჩაგანავამ ლექცია წაიკითხეს თემაზე: „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები“. სტუდენტები გაეცნენ წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი) და მათი ზემოქმედების შესახებ ეკონომიკურ განვითარებას, საერთო ევროპული ბაზრისა და ვალუტის გავლენას პერიფერიულ ევროპულ ეკონომიკაზე. ინფორმაცია მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე, იდეოლოგიასა და მათ ურთიერთობებზე მოვალე ქვეყნებთან. ახალგაზრდები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითზე ევროპულ ეკონომიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მოსალოდნელ შედეგებს გაეცნენ.

ლექცია: „შესავალი კულტურულ ანთროპოლოგიაში“

მომხსენებელმა კონორ ჰარტნეტმა ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების სტუდენტებს კულტურული ანთროპოლოგიის ძირითადი ცნებები (კულტურის ანთროპოლოგიური დეფინიცია), უნივერსალური ღირებულებები და კულტურათა შორის განსხვავებანი გააცნო. ამასთანავე, საუბარი შეეხო ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდოლოგიასა და ეთიკის საკითხებს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა