საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მხარდაჭერით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს წარმომადგენლებმა და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" (MCC) ამერიკელმა კონსულტანტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან” (Millenium Challenge Corpiration MCC) თანამშრომლობის მეორე კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სექტორის ხელშეწყობა, რომლისთვისაც 15 მილიონი აშშ დოლარია განსაზღვრული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანა მჭედლიშვილმა, უმაღლესი განათლების პროექტის დირექტორმა, ნოდარ სურგულაძემ, აშშ-ის MCC კონსულტანტებმა მარსელ რიკუმ და ენტონი ტირელმა უნივერისიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს
კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ გაერთიანებებს. პირველ ეტაპზე მოხდება პროფესიული განათლების სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზი, პრობლემების შესწავლა და საჭიროების გამოვლენა, რომლის შემდგომ ეტაპზე იგეგმება წარდგენილი პროექტების შეფასება და დაფინანსება. განაცხადები უნდა მოიცავდეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ (მშენებლობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ), სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებს.
პროფესიული განათლების განმახორციელებელ ორგანიზაციებს საკონკურსო განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ:
1) წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, არსებული პროგრამების განახლების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამუჯობესების მიზნით.
2) განაცხადები ადამიანური რესურსების გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით.

უკან |