უნივერსიტეტში წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. ფონდის მიზანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და დასაქმების ხელშეწყობა. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების საქველმოქმედო ღონისძიებებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნულ თანადგომას ორაგანიზებული სახე მისცა და ,,წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი“ დააფუძნა, რომელშიც გაწევრიანება ნებისმიერ პირსა და ორგანიზაციას შეუძლია.
მხარდაჭერის ფონდი ახდენს მატერიალური და ფინანსური რესურსების დაგროვებას, საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობას. ატარებს სხვადასხვა სახის აქციებს, ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მატერიალური და საგანმანათლებლო მხარდაჭერის მიზნით. თანამშრომლობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან.
სტუდენტთა სოციალური სტატუსი:
- სტუდენტი, რომელიც არის აკადემიურად წარმატებული
- სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000 –ზე);
- სტუდენტი,რომელიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე;
- სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი;
- სტუდენტი, რომელიც არის ობოლი (დედით ან მამით);
- სტუდენტი, რომელიც არის მრავალშვილიანი (ოთხი ან მეტი შვილი) ოჯახის წევრი;
- სტუდენტი, რომელსაც ჰყავს 2 ან მეტი შვილი;
- სტუდენტი, რომელიც არის იძულებით გადაადგილებულის (დევნილის) სტატუსის მქონე;
- ოჯახი,რომლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
- ეკომიგრანტი.

უკან |