პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ სანაიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამები წარადგინა. შეხვედრას რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ცენტრის წარმომადგენელმა ევროპის ქვეყნებში განათლების მიღების, სტაჟირებისა და მოკლევადიან ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ევროპული ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, ინოვაციურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებს ახორციელებს.
უკან |