ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი ზოიძის 70 წლის იუბილე აღინიშნა

სურათიგანათლების აკადემიური დოქტორის, სრული პროფესორის, საქართველოს განათლების, მეცნიერებათა და ფაზისის აკადემიების აკადემიკოს აკაკი ზოიძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენელმა იუბილარის მიღწევებზე ისაუბრეს და ღვაწლმოსილ პედაგოგს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეებმა ლიტერატურულ-თეატრალური წარმოდგენა „ვაჰ, დრონი, დრონი!“ გამართეს.

აკაკი ზოიძემ წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა მშობლიურ სოფელში, ბრილში, 1971 წლიდან აჭარის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, სადაც აჭარა-გურიისა და ფოთის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მასწავლებლის საპატიო ფუნქცია დაეკისრა. იგი სამი ათეული წელი ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული დაოსტატების საქმეს, ნაყოფიერად საქმიანობდა საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1976-1992 წლებში კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბატონი აკაკი ზოიძე ამჟამად, მუშაობს ბათუმის სამედიცინო პედაგოგიურ კოლეჯში. იგი ნაყოფიერად საქმიანობს ჟურნალისტიკაში. არის შესანიშნავი წიგნების, მეცნიერული ნაშრომების, ნარკვევებისა და სტატიების ავტორი, დაჯილდოებულია მრავალი დიპლომით, ,,სახალხო განათლების წარჩინების“ სამკერდე ნიშნით, იაკობ გოგებაშვილის მედლით. მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა