24 დეკემბერი 2012 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_2401_1_s.jpg)
დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის „ალტერნატივა“- ს ორგანიზებით სააქტო დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მან-სან-კან-ის გუნდმა „კარიკატურამ“ კონცერტი გამართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხიარულმა და საზრიანმა სტუდენტებმა მისალმება, “Fashion Week”, იუმორისტული ნომრები და სკეტჩები წარმოადგინეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ახალგაზრდებმა თანატოლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.