ოთხმა აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რექტორმა, პროფესერმა ალიოშა ბაკურიძემ და აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ხუსინ ნაჯაფოვმა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაცვლითი პროგრამის მიმდინარეობა შეაფასეს და მასში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვეს. მარტში ბსუ-ს სტუდენტები სასწავლებლად ნახჭევანში გაემგზავრებიან.
უკან |