შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედია-პროექტ ,,ეტალონში“ მიიღეს მონაწილეობა. პირველობა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა კახაბერ ქამადაძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის III კურსის სტუდენტი ჯაბა ლომაძე გავიდა, მესამე ადგილზე - განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი მარიამ ბოლქვაძე. ეროვნულმა მედია-პროექტმა ,,ეტალონმა“ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო ინოვაციებისა და სწორი მენეჯმენტისათვის 2010 წლის ,,ეტალონი რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ტიტული მიანიჭა.
უკან |