ესეების კონკურსი

სურათიდასრულდა საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი. საბჭოთა ოკუპაციის თემაზე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და საჯარო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებმა ესეები წარმოადგინეს და ისტორიული მოვლენები ახლებურად შეაფასეს. ას კონკურსანტს შორის გამარჯვებულნი მწერალთა კავშირისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საუკეთესო ესსეს ავტორად მელანო ზოსიძე დასახელდა, მეორე ადგილი ქეთევან ჩავლეიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე - მარიამ კაკალაძემ. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა