რსუ-ში ტურიზმის ფაკულტეტი შეიქმნა

სურათირსუ-ს აკადემიური საბჭოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №112 დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №01 გადაწყვეტილებით რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს გამოეყო ტურიზმის პროგრამული მიმართულება (ტურიზმის საბაკალავრო და ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები) და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ტურიზმის ფაკულტეტი. ფაკულტეტის მიზანია ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის დარგისათვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტი განახორციელებს პროფესიული, ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. ლექციებს წაიკითხავენ ადგილობრივი და უცხოეთიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები. 2011-2012 სასწავლო წლისათვის ტურიზმის ფაკულტეტი საბაკალავრო პროგრამაზე 100, პროფესიულზე - 30 სტუდენტს მიიღებს.

საგანმანათლებლო პროგრამები:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• სარესტორნო საქმისწარმოება - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• ტუროპერატორი - 6 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 2 წ.
სპეციალიზაცია:
• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
• ეკოლოგიური ტურიზმი
• კულტურული ტურიზმი
• რეკრეაციული ტურიზმი
• აგროტურიზმი
• სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 3 წ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა