უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

სურათიუნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ერთთვიანი პროექტის - ,,უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისათვის“ - ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილი სიახლეები და სწავლების პირობები გააცნეს. შეხვედრაზე შედგა საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ჩვენება. ღია კარის დღეები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს.

2011-2012 სასწავლო წლისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ შემდეგი სტიპენდიებითა და სოციალური პროგრამებით:

• 1-ლი კურსის სტუდენტებს, რომელთაც განაცხადში 1-ლ ადგილას მითითებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე-4 არჩევით საგანში მიიღებენ მაღალ ქულას, ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით;
• სწავლების მე-2 წლიდან წარჩინებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია 100 ლარის ოდენობით;
• წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ გარკვეული წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში, კონკურსის საფუძველზე, ენიშნებათ სახელობითი სტიპენდია 150 ლარის ოდენობით;
• სოციალურად დაუცველ წარჩინებულ სტუდენტებს, კონკურსის საფუძველზე, ენიშნებათ ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია 250 ლარის ოდენობით.
• დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;
• სოციალურად დაუცველი კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ თანადაფინანსებას სწავლის გადასახადისათვის.

უმაღლესი სასწავლებლის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა