შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ხელშეკრულება ერთობლივი სამართლებრივი კვლევების წარმოებას, საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და სამეცნიერო გამოცემების მომზადებას ითვალისწინებს. მხარეთა შეთანხმებით სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაივლიან.
უკან |