მათემატიკური ჭიდილი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის

სურათიმათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მათემატიკური ჭიდილი ჩატარდა, სადაც აქცენტი გაკეთდა ლოგიკური ამოცანების ამოხსნაზე, მათი პრეზენტაციის უნარსა და ოპონირებაზე. შეჯიბრში სამი გუნდი: ,,პითაგორა“, ,,აქსიომა“ და ,,პროგრესი“ მონაწილეებდა. საუკეთესოდ გუნდი ,,პითაგორა“ დასახელდა. საჯარო სკოლის მოსწავლეები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. მათემატიკური ჭიდილის მონაწილეებს უმაღლესი სასწავლებლის საიუბილეო კრებულები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა