სოციალურ მეცნიერებათა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტემენტების ორგანიზებით წიგნის - ,,ბრძოლა ბათუმისთვის, 1921 წლის 18-20 მარტი“ წარდგინება გაიმართა. მონოგრაფია რსუ-სა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 11 მკვლევრის ნაშრომს აერთიანებს და ეძღვნება 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის ბოლო პერიოდს - ბრძოლას ბათუმისთვის. ნაშრომში განხილულია საკითხის ქართული და თურქული ისტორიოგრაფია, ბათუმსა და მის ოლქში არსებული ვითარება, ქალაქის გარშემო მიმდინარე დიპლომატიური ბრძოლა და საომარი მოქმედებები. ნაშრომში ნაჩვენებია ასევე ომში დაღუპულთა საძმო საფლავის შემდგომი ბედი და 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების ასახვა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.
უკან |