შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს ახალი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების პირობები გააცნეს. ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ნოსელიძემ ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილეს, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. გამოყენებითი კვლევების კონკურსის პირობების მიხედვით თითქმის გაორმაგდა სახელმწიფო დაფინანსება, შეიცვალა პროექტის ხანგრძლივობა, გამარტივდა კონკურსში წარსადგენი პროექტის დიზაინი და მონაწილეობისთვის აუცილებელი პროცედურები. დოკუმენტაციის მიღება თითქმის ელექტრონულად მოხდება.
უკან |