სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამა “სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში”

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის წარდგინებითა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 18 თებერვლის №7 გადაწყვეტილებით განხორციელდა სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამა “სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში”. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო წარჩინებულ, სოციალურად დაუცველ, ობოლ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ, დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს. 70 კონკურსანტიდან 2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სწავლის საფასურში შეღავათი 37 სტუდენტმა მიიღო (26 სტუდენტმა 100%-იანი, 1 სტუდენტმა 70%-იანი და 10 სტუდენტმა 50%-იანი).

დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა ფაკულტეტების მიხედვით:

• განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტი - 23 სტუდენტი;
• სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - 4 სტუდენტი;
• ტურიზმის ფაკულტეტი - 1 სტუდენტი;
• საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 5 სტუდენტი;
• აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტი - 4 სტუდენტი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის და მასთან არსებული კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. აქციის ფარგლებში, სტუდენტურმა თეატრალურმა დასმა სპექტაკლი - „ქართველები“ წარმოადგინა. საქველმოქმედო აქციის შედეგად შემოსული თანხით დამატებით დაფინანსდა 9 სტუდენტი, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში წარდგენილი ჰქონდათ განაცხადი და აკმაყოფილებდნენ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა