იწყება სტუდენტთა დასაქმების მიზნობრივი პროგრამა

სურათიქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტთა დასაქმების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პროგრამაში მონაწილეობას ბათუმის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 608 სტუდენტი მიიღებს. მონაწილეები თითოეული სასწავლებლისთვის დადგენილი კვოტის ფარგლებში შეფასების 100-ქულიანი სისტემით შეირჩევიან. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 394 სტუდენტი დასაქმდება. პროგრამა ორ ეტაპად მაისსა და აგვისტოში განხორციელდება. ახალგაზრდები ერთი თვის განმავლობაში შაბათ-კვირას იმუშავებენ და 200 ლარიან ანაზღაურებას მიიღენ. რეგისტრაცია 1 მაისამდე ქალაქ ბათუმის მერიაში (ლერმონტოვის ქ.№ 90,18) იწარმოებს.

მონაწილეთა შერჩევა იწარმოებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

1.სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და მეტია 57 000-ზე) -12 ქულა;

2. სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 57 000-ზე) -20 ქულა;

3. სტუდენტს, რომელიც არის ობოლი ( დედით და მამით) -10 ქულა;

4. სტუდენტს, რომელიც არის მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი) წევრი - 15 ქულა;

5. სტუდენტს, რომელიც არის იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე, ან ეკომიგრანტი - 20 ქულა;

6. სტუდენტს, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზუკვლოდ დაკარგულად აღიარებულის შვილი - 15 ქულა;

7. წარჩინებულ სტუდენტს, რომლის აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 81-ის - 8 ქულა;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა