9 აპრილი

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფეროს-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს. 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ საპროტესტო აქციის უშუალო მონაწილეებმა ამ დღის მნიშვნელობა და შედეგები შეაფასეს. უნივერსიტეტელებმა ზღვისპირა პარკში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. 22 წლის წინ ქვეყნის თავისუფლებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა