განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მწერლები და საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში პოეტ ზურაბ გორგილაძის საფლავთან შეიკრიბნენ. პოეტის ხსოვნის უკვდავსაყოფად სტუდენტებმა შემოქმედის გარდაცვალების დღეს პოეზიის საათი მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. პოეზიის საათი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.
უკან |