ქართული ენის დღის აღსანიშნავად შოთა რუსთაველის დარბაზში რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მწერლები შეიკრიბნენ. უნივერსიტეტელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1978 წლის 14 აპრილსა და 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 33 წლის წინ ქართველმა ერმა არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში იმ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ორგანიზაცია ,,კავკასიონისა“ და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
უკან |