20 აპრილი 2011 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_2442_1_s.jpg)
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების ევროპული უნივერსიტეტის დეკანმა სტეფან ბეჰრინგერმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ტურიზმის სფეროში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ონლაინ-ბიბლიოთეკის გამოყენებას, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ითვალსიწინებს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დელეგაციის წევრები ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ და გერმანიის გამოყენებითი მეცნიერებების ევროპული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააცნეს.