საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი - 2011”

სურათიბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2011” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი და ტურისტული სააგენტო UNItour-ი მონაწილეობდა. რსუ-ს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ფაკულტეტმა დამთვალიერებლებს ტურისტული პროდუქტები გააცნო. ,,ექსპო ბათუმი - 2011”-ზე 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის ფაკულტეტსა და ტურისტულ სააგენტო UNItour-თან თანამშრომლობა დაიგეგმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტურიზმის ფაკულტეტის შემდეგი სასწავლო პროგრამები და ტურისტული პროდუქტები:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (IV საფეხური, 1 ეროვნული გამოცდა)
• სასტუმრო საქმისწარმოება - 10 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• სარესტორნო საქმისწარმოება - 4 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)
• ტუროპერატორი - 6 თვე (III საფეხური, სრული ზოგადი განათლება)

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 4 წ.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 2 წ.

სპეციალიზაცია:

• ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
• ეკოლოგიური ტურიზმი
• კულტურული ტურიზმი
• რეკრიაციული ტურიზმი
• აგროტურიზმი
• სამკურნალო ტურიზმი და საკურორტო საქმიანობა

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - ტურიზმი - 3 წ.

ტურისტული პროდუქტები:
- მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
- მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში
- მოგზაურობა კაპადოკიაში
- ქრისტიანული გზა საქართველომდე (თურქეთი, სირია, იორდანია, ეგვიპტე)
- ხიხანის ციხის და სხალთის ეკლესიის მონახულება
- პირველი ქრისტიანული გზა საქართველოში (გონიო-დიდაჭარა)
- ინდივიდუალური ტურები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა