5 მაისი 2011 წელი

საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ევროპული განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სწავლებისა და კვლევის განვითარებაზე ორიენტირებული გაცვლითი პროგრამების წარდგინება გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ტემპუსის“ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა ევროკავშირის დონორი პროგრამები (ტემპუსი, ერასმუს მუნდუსი, ჟან მონე და მანი კიური) გააცნო, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის პროგრამები ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა დანიელ შეფიმ წარმოადგინა, ხოლო საერთშორისო განათლების ცენტრის პროექტებზე ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა ისაუბრა.