სტუდენტურმა თვითმმართველობამ წმინდა გიორგის ხსენების დღე და 2004 წლის 6 მაისს განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. „სტუდენტური 6 მაისის“ ეგიდით ახალგაზრდებმა 6 მაისის პარკში კიპარისის ხეები დარგეს და უმაღლეს სასწავლებელში ფოტოგამოფენა მოაწყვეს, სადაც შვიდი წლის წინ განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. ფოტოგამოფენა სტუდენტებთან ერთად ურეხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმაც დაათვალიერეს. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები პატარებს სადილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
უკან |