უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა “Musik+X" გაიხსნა

სურათიგოეთეს ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ფოტოგამოფენა “Musik+X" გაიხსნა. ფოტოგამოფენა მუსიკალურ ჟანრებს: პოპს, ჰიპ-ჰოპს, ინდისა და ტექნოს ეძღვნება. 17 პლაკატზე ასახულია თანამედროვე გერმანული მუსიკის გავლენა ახალგაზრდობაზე. ექსპოზიციას კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს, რომლის ფარგლებშიც გამოფენის ორგანიზატორები რსუ-ს სტუდენტებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ორი კვირის განმავლობაში თანამედროვე გერმანული მუსიკის თემაზე სემინარებს ჩაატარებენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა