ცნობილ მეცნიერს, პედაგოგიკურ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, საზოგადო მოღვაწესა და კრიტიკოსს იური ბიბილეიშვილს 75 წელი შეუსრულდა. საკონფერენციო დარბაზში გამართულ საიუბილეო სხდომაზე ღვაწლმოსილ პედაგოგს ღისშესანიშნავი თარიღი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, პოეტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ კიდევ ერთხელ შეაფასეს მეცნიერის სასწავლო-სამეცნიერო მიღწევები და საზოგადოებრივი საქმიანობა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მკვლევარს პედაგოგიკაში გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი რამდენიმე ენაზე, მათ შორის 10 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მან ახლებურად დაამუშავა სწავლების ფუნქციები, ინტელექტუალური განვითარების პედაგოგიური კონცეფცია და სრული განათლების თეორია.
იური ბიბილეიშვილი დაიბადა 1935 წლის 1 ნოემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში. 1955 წელს დაამთავრა ბათუმის ამიერკავკასიის რკინიგზის 25-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტი.
სტუდენტობის პერიოდში ჭეშმარიტმა პატრიოტმა (9 მარტი, 1956 წელი) საჯაროდ გამოხატა პროტესტი ქართველი ხალხის მიმართ ,,ველიკორუსული“ დამოკიდებულების წინააღმდეგ, რის გამოც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გათავისუფლებულმა წარმატებით დაასრულა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში.
1977 წლიდან დღემდე ბატონი იური შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში მოღვაწეობს ჯერ ასისტენტის და მასწავლებლის, 1983 წლიდან - დოცენტის, შემდეგ ასოცირებული პროფესორის, ხოლო 2008 წლიდან უნივერსიტეტის სრული პროფესორის რანგში. იყო განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სტუდენტი ახალგაზრდობის უფროსი მეგობარი, ლექტორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციების და მრავალი საინტერესო ღონისძიების წამომწყები. მისი ინიციატივით პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრაზე დაარსდა ხელნაწერი ალმანახი „მოძღვარი“, რომელშიც ქვეყნდებოდა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა წერილები და ნარკვევები.
2009-2010 წლებში ბატონი იური ხელმძღვანელობდა პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტს. იგი არის არა ერთი საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ოპონენტი და ექსპერტი.
ფართო და მრავალმხრივია პროფესორ იური ბიბილეიშვილის მეცნიერული ინტერსების სფერო. იგი მოიცავს დიდაქტიკის, აღზრდის თეორიის, პედაგოგიკის ისტორიის, ქართული ლიტერატურის, სწავლების მეთოდიკის საკითხებს.
მისი კვლევის გამორჩეული სფეროა გამოჩენილი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იან ამოს კომენსკის ცხოვრება და მოღვაწეობაა. სწორედ ამ თემაზე 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს კი - სადოქტორო დისერტაციები. მაგრამ ბატონი იური ერთხელ გაკვალულ გზას არ სჯერდება და მუდამ ახლის ძიებაშია, ამიტომ 1999 წელს, უკვე პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქართულ ფილოლოგიაში. როგორც გამორჩეული ხელწერის მქონე ფილოლოგმა შექმნა ლიტერატურული კრებულები: ,,ლიტერატურული წერილები“, ,,დრამატურგების ქალაქი“, ,,ცხოვრების საზრისი“, ,,ცხოვრების შუაგულში“, ,,სული უკვდავი“ (2 ტომად), ,,ნექტრით სავსე ფიალა“ და მრავალი სხვა.
1988 წლიდან ი.ბიბილეიშვილს ყოველწლიურად იწვევენ საერთაშორისო კომენოლოგიურ კონფერენციებზე, ჩეხეთის ქ. უჰერსკი-ბროდში. 1989 წელს იგი აირჩიეს ქ. უჰერსკი-ბროდის ი. ა. კომენსკის მუზეუმის კოლეგიის უცხოელ წევრად. არა ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო სესიის, სიმპოზიუმისა თუ კონფერენციის მონაწილე ყოფილა ბერლინში, მოსკოვში, პრაღაში, მინსკსა თუ ბაქოში.
1992 წელს ჩეხეთის ეროვნულმა კრებამ დააჯილდოვა საპატიო სიგელითა და ი.ა. კომენსკის მედლით. 1995-1999 წლებში ი.ბიბილეიშვილი არჩეული იქნა საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრად. 1999 წელს მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1995 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმა დააჯილდოვა საპატიო სიგელით.
1999 წლიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს.
2001 წელს აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრად, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის რესპუბლიკური საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
ბატონი იური არის მწერალთა კავშირის წევრი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურიატი (2011 წ.). 2005 წლიდან არის ენციკლოპედია ,,აჭარის“ ხელოვნების განყოფილების მთავარი რედაქტორი; 2008 წლიდან - რსუ სამეცნიერო შრომების პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის სექციის თანარედაქტორი.
ვულოცავთ ამაგდარ პედაგოგს 75 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, ახალგაზრდულ შემართებას, რათა კიდევ მრავალი თაობა აღუზარდოს ჩვენს კუთხესა და სრულიად საქართველოს.

უკან |