ახალგაზრდული ფესტივალი - ,,სტუდენტური დღეები 2011“

სურათი18-22 მაისს თბილისში გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალში – ,,სტუდენტური დღეები 2011" შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით, კულტურულ და სპორტულ შეჯიბრებებში წარმოაჩინეს. ჭადრაკის ტურნირში ვაჟთა შორის ოქროს მედლის მფლობელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი გაიოზ ნიგალიძე გახდა. საესტრადო სიმღერების ნომინაციაში ჟიურის სიმპათია ამავე ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა თეონა ჩიტიშვილმა დაიმსახურა. ახალგაზრდულ ფესტივალში ქვეყნის 28 უმაღლესი სასწავლებლის 800-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ვულოცავთ სტუდენტებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს რსუ-ს ხალხური და საესტრადო სიმღერების გუნდმა, ფოტო–ვიდეო სტუდიამ და მან–სან–კანის გუნდმა.

22 მაისს, „სტუდენტური დღეები 2011"-ის დასკვნით საღამოზე, 28 ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტები ბროლის გრანპრით დაჯილდოვდნენ.

ახალგაზრდული ფესტივალი ,,სტუდენტური დღეები 2011" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 5 წლიანი შესვენების შემდეგ გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა