24-25 მაისს, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში გამართულ ართვინის გაზაფხულის ფოლკლორის მეორე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“. სტუდენტებმა ანსამბლის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვები: “მთიულური“, „ქალთა ხორუმი“, „ქალ-ვაჟთა“ და „თუშური“ შეასრულეს. დელეგაციას რსუ-ს ასოცირებული პროფესორი ემზარ მაკარაძე ხელმძღვანელობდა. ართვინის გუბერნატორმა მუსტაფა იემლი ჰალიოღლუმ და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორმა მეჰმედ დუმანიმ „ტბეთს“ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და გაზაფხულის ფოლკლორის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს.
უკან |