საქართველოს ეროვნული დღესასწაული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო სესია. მომხსენებლებმა სახელმწიფოებრიობის აღდგენის ისტორიაზე, ტრაპიზონის კონფერენციაზე, ამ დროს ბათუმში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ისაუბრეს. აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტმა ღირსშესანიშნავ თარიღს ორდღიანი, სტუდენტთა V სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნა. ღონისძიებები სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენით დასრულდა.
უკან |