28-29 მაისს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას ,,გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“ უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში გლობალიზაციის, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურული თვითმყოფადობის, ტურიზმის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებული კვლევის შედეგების გაცნობა. ,,გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში ქართველებთან ერთად ფრანგი, თურქი, ამერიკელი, უკრაინელი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი, პოლონელი, რუმინელი, სომეხი, რუსი და სხვა უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია მუშაობდა შემდეგ სექციებში:
28 მაისი
1. უსაფრთხოების და სტაბილურობის კურსი, ანტიტერორისტული კურსი, კონფლიქტის მოგვარების კურსი;
2. ტურიზმის განვითარება, კულტურა და კულტურული თვითმყოფადობა, კულტურათშორისი ურთიერთობები;
3. გლობალიზაცია და ეკონომიკა, ბიზნესი და გლობალიზაცია, ბიზნესის მენეჯმენტი და მომსახურება;
4. განათლება, განათლების განვითარება, გლობალიზაცია განათლებაში;
29 მაისი
1. განათლება, განათლების განვითარება, გლობალიზაცია განათლებაში;
2. ჯანდაცვის განვითარება, გლობალიზაცია და ჯანდაცვა;

უკან |