გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოსა და ბულგარეთის ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საქართველო - ბულგარეთი (ისტორიული პარალელები)“. ორდღიან კონფერენციაზე ქართველი და ბულგარელი მეცნიერები განიხილავენ საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობის ისტორიას, ტრადიციულ-ყოფითი კულტურის საკითხებსა და ორივე ქვეყნის საარქივო სამმართველოებში დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს. სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა.
პროგრამაუკან |