ქართველმა და ბულგარელმა მეცნიერებმა რსუ-ში სემინარები ჩაატარეს თემებზე: „ანთროპოლოგია დასავლური პერსპექტივით: საქართველო - ბულგარეთი” და „შავი ზღვის ქვეყნების კულტურის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურის და ლინგვისტიკის ინოვაციური ასპექტების შესწავლა”. მკვლევრებმა მრგვალ მაგიდასთან მეცნიერების სხვადასხვა დარგის საკითხები განიხილეს. სემინარები, რომლებიც შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის, ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის „ნეოფიტ რილსკისა” და სტუდია „ანთროპოს” ორგანიზებით გაიმართა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს ჩატარდება.
პროგრამა -„ანთროპოლოგია დასავლური პერსპექტივით: საქართველო - ბულგარეთი”პროგრამა - „შავი ზღვის ქვეყნების კულტურის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურის და ლინგვისტიკის ინოვაციური ასპექტების შესწავლა”
უკან |