3 ივნისი 2011 წელი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წელს მიეძღვნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონფერენცია: ”საქართველო - დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წელი: მიღწევები, პრობლემები, პერსპექტივები”. კონფერენციაზე პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და მოდერნიზაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლება, მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრაცია, თანამედროვე განათლების ასპექტები და ეროვნული ფასეულობები. კონფერენციამ მუშაობა მრგვალ მაგიდასთან დაასრულა.