II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. კონფერეცნიაზე საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიტვის, ნორვეგიის, ამერიკისა და აზერბაიჯანის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ექსპერტებმა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა 150 მოხსენება წარმოადგინეს. ორი დღის განმავლობაში მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და ბიზნესმენები ერთობლივად მუშაობდნენ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.


კონფერენცია მუშაობდა შემდეგ მიმართულებებში:
1. ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები;
2. ტურიზმის ინდუსტრია და ბიზნესგარემო;
3. ტურიზმის მარკეტინგი და მენეჯმენტი;
4. ინოვაციები ტურიზმის ბიზნესში;
5. ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინტერნეტ-მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში;
6. ტურიზმი და განათლება;
7. ტურიზმის პოტენციალი, ტურიზმის სახეები, ტურისტული პროდუქტები;
8. ტურიზმის განვითარების პროგნოზირება, ფინანსები და გადასახადები;

II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესის“ ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა