ლიუბლიანას უნივერსიტეტის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეწვია. სლოვენიის უმაღლესი სასწავლებლის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კატია სერიაკი და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლები რსუ-ს რექტორსა და სხვადასხვა სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. ახალი სასწავლო წლიდან ეკონომიკის, ფარმაციის, ქიმიისა და მათემატიკის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიუბლიანას უნივერსიტეტში ისწავლიან, ხოლო პროფესორ-მასწავლებლები სტაჟირებას გაივლიან. ვიზიტის ფარგლებში ლიუბლიანას უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორმა სტანე სრჩიჩიმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ტაბლეტის გარსის ერთგვაროვანი სისქის გრუნტირების შესწავლა დასახვევი გენერატორის საშუალებით“.
უკან |