ისტორიულ მეცნიერებათა სწავლების მეთოდოლოგიის კაბინეტი გაიხსნა

სურათი№50-ე აუდიტორიაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ისტორიულ მეცნიერებათა სწავლების მეთოდოლოგიის კაბინეტი გაიხსნა. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ციხისთავმა და ამავე ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მადონა მიქელაძემ კაბინეტის გახსნისას მის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კაბინეტის პირველი სამუშაო დღე სემინარს სახელწოდებით: „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ისტორიის სწავლების მდგომარეობა თანამედროვე ეტაპზე და განვითარების პერსპექტივები“ დაეთმო. ასევე გაიმართა გიორგი კიკნაძის წიგნის „საქართველოს ისტორიის“ და ჟურნალ „ისტორიკოსის“ პრეზენტაცია.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა