ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით შოთა რუსთაველის დარბაზში ოთხტომეულის „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის“ წარდგინება გაიმართა. ფუნდამენტური ნარკვევის ერთ-ერთმა ავტორმა, რედაქტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ პრეზენტაციაზე ოთხტომეულის შექმნის ოცდახუთწლიან ისტორიასა და ქართული ფილოსოფიის განვითარებაზე ისაუბრა. რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია“ განიხილეს და მისი მნიშვნელობა შეაფასეს. პროფესორი მიხეილ მახარაძე ოთხტომეულის მომზადებისა და გამოცემისათვის 2011 წელს ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა.
უკან |