შეხვედრა საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან

სურათისაქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე და აუდიტორები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ღონისძიების მიზანი იყო კონტროლის პალატის საქმიანობის გაცნობა და ახალგაზრდების საჯარო სექტორის მართვითა და აუდიტით დაინტერესება. პალატის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტროლის პალატის ახალი მანდატი, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და მოქალაქეთა ინფორმირებულობა. რსუ-ს სტუდენტებისათვის აუდიტორ-სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა განხორციელდება, რაც მათ დაეხმარება აუდიტის სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებაში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა