აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე სტუდენტებს შეხვდა

სურათიაჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდები ისეთი საკითხებით დაინტერესდნენ, როგორიცაა საჯარო სამსახურებში სტაჟირების გავლა, სრულყოფილი პრაქტიკის მიღება, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის დამატებით ახალი პროგრამების შემუშავება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომავალში ტრადიციულ სახეს მიიღებს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა